შლაგბაუმები გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლისთვის იმ ადგილებში (კომერციული ან საცხოვრებელი ფართებისთვის), სადაც დაშვება ნებადართულია მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის და საჭიროა აღიკვეთოს არასასურველი ავტომანქანის უკანონო შესვლა.
ვერტიკალური გაღების შლაგბაუმი აღჭურვილია განათებით, რომელიც მოთავსებულია ყუთის სახურავში, ისე რომ მისი გატეხვა გამორიცხულია. ასევე მართვის ელექტორნული მოდული განსხვავებით სხვა შლაგბაუმებისგან მოთავსებულია ყუთის ზედა ნაწილში, იმისთვის რომ მაქსიმალურად საიმედო იყოს სტიქიური მოვლენების დროს .
მართვა შესაძლებელია როგორც დისტანციური პულტით ასევე მობილური ტელეფონიდან ზარის გაშვებით.
ტელეფონიდან შლაგბაუმის მართვას აქვს ბევრი დადებითი მახასიათებლები, კერძოდ შესაძლებელია ბევრი მომხმარებლის ნომრის დაპროგრამება და ასეთ შემთხვევაში ფასი ნაკლებია თითოეული მომხმარებლისთვის. ასევე გამორიცხულია უცხო პირის შესვლა ტერიტორიაზე.