0

საჯარო სივრცეებში ბაქტერიების ადვილი გავრცელების ერთ-ერთი წყაროა დაწესებულებების შესასვლელი კარის სახელურები ხშირი და გარდაუვალი გამოყენების გამო. პირდაპირი კონტაქტის და ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა არის ხელი საერთოდ არ შეახოთ სახელურს, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო ავტომატური კარი უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზოგადოებრივ შენობებში, განსაკუთრებით კი საავადმყოფოებში, რადგან ამცირებს ბაქტერიების გადაცემის ყველა რისკს. ✔ავტომატური გაღების კარი განკუთვნილია მრავალი ტიპის შენობისთვის. ძირითადად იქ, სადაც ხშირია გაღება-დახურვა და მნიშვნელოვანია ტემპერატურის შენარჩუნება, მაგ: კომერციული ფართებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის, საავადმყოფოებისთვის და სხვა. ✔დახვეწილი დიზაინის გარდა აქვს გლუვი და მოქნილი მოძრაობა, რაც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა კომფორტს და უსაფრთხოებას