L O A D I N G ...
Please Wait

საქონლის უკან დაბრუნების პოლიტიკა

თუ საქონელი ან პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდება, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან დააბრუნოს შეძენილი საქონელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. პროდუქტი გამყიდველის მიერ შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება. პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს გამყიდველი მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად

როგორ ხდება საქონლის უკან დაბრუნება:

დასაბრუნებელი პროდუქტის მისამართები:

  • ქ. თბილისი, ვანის ქუჩა # 4, – შპს „გიო+“-ის ოფისი;
  • გარდაბნის რაიონი, სოფ. გამარჯვება, შპს „გიო+“-ის საწყობი

დაბრუნების პროცედურები:

  1. შეავსეთ საქონლის დაბრუნების ფორმა – მოთხოვნის დასარეგისტრირებელად;
  2. დააბრუნეთ საქონელი დაუყონებლივ, მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7
    კალენდარული დღისა;
  3. საქონელი უნდა დაბრუნდეს ყველა თანდართული ნაწილით და დოკუმენტით;

 

თანხის უკან დაბრუნება

  • შპს „გიო+“ ვალდებულია მყიდველის მიერ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს
    არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოთხოვნის მიღებიდან;
  • შპს „გიო+“ იტოვებს უფლებას, გაუგზავნოს თანხა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქონელი
    იქნება მიღებული ან მყიდველი წარადგენს ტრანსპორტირების დამადასტურებელ
    დოკუმენტს (რომელიც პირველი იქნება წარდგენილი).
  • თანხა ბრუნდება იგივე მეთოდით, რაც გამოყენებული იყო შეძენისას.

 

დაბრუნების გამონაკლისები

მყიდველს არ აქვს უფლება გააუქმოს ხელშეკრულება და დააბრუნოს პროდუქტი, თუ:

  1. პროდუქტი დამზადებულია მყიდველის ინდივიდუალური შეკვეთით;
  2. პროდუქტის ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებული საბაზრო ფასის ცვლილებით;
  3. პროდუქტს ეტყობა მიწოდების შემდეგ წარმოქმნილი ხმარების ან სხვა დაზიანების
    კვალი;

მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მყიდველმა უნდა შეავსოს დაბრუნების
ფორმა ან უნდა მიმართოს შპს „გიო+“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე
დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად: